» » ვანდა ნარა იტალიის ფეხბურთის ბოსებმა გაანაწყენეს
08:59 Четверг 0
19-04-2018, 08:59

ვანდა ნარა იტალიის ფეხბურთის ბოსებმა გაანაწყენეს

არგენტინელი შემტევის, მაურო იკარდის ცოლი, მოდელი, მსახიობი და ქმრის ოფიციალური აგენტი, ვანდა ნარა იტალიის ფეხბურთის მამებზე ნამეტნავად განაწყენებულა. ვანდა აპენინური ბურთაობის ბოსებზე ამბობს, რომ ამ ხალხს “კალჩოს“ განვითარება არად ადარდებს და არც ფეხბურთში თანხების მოზიდვისთვის ისწრაფვიან.

ვანდა ნარას აზრით, ბოლო წლებში ესპანური და გერმანული საკლუბო ფეხბურთის ევროპულ ტურნირებზე წარმატებული გამოსვლა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ამ ქვეყნების საფეხბურთო ბოსებმა ბიზნესიდან დიდი თანხების მოზიდვა შეძლეს და საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ გერმანიაში და ესპანეთში მიდიან. იტალია კი ერთ წრეზე ტრიალებს.

უნდა ითქვას, რომ ვანდა ნარა მაურო იკარდის მენეჯერობის პარალელურად, საფეხბურთო ვნებებში და ქვედა დინებებში მართლაც კარგადაა გარკვეული და თავდაუზოგავად ცდილობს, რომ ქმრის სატრანსფერო ღირებულება ხელოვნურად ასწიოს. იკარდი ცხადია მშვენიერი თავდამსხმელია და თუკი “ინტერნაციონალედან“ სხვა გუნდში გადავიდა - მისი სატრანსფერო ფასიც დიდი იქნება, მაგრამ ზედმეტი მილიონი ყელზე რომ არ დაადგება - ცხადია.

წყარო : ​მსოფლიო სპორტი​​​шаблоны для dle 11.2

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив