» » ლაშა შავდათუაშვილმა მონღოლი სპორტსმენი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო]
14:58 Суббота 0
16-12-2017, 14:58

ლაშა შავდათუაშვილმა მონღოლი სპორტსმენი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო]

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ოლიმპიური ოქრო-ბრინჯაოს მფლობელი და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) რუსეთში მიმდინარე სანქტ-პეტერბურგის მასტერსის ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში მან მონღოლთა მსოფლიოს წლევანდელი პირველობის მესამე ადგილოსანი ოდბაიარ გაანბაატარი 2:51 წუთში შესანიშნავ სტილში, ვაზარ-იპონით დაამარცხა, მანამდე კი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაის პრიზიორს, ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს 1:25 წუთში გამოუყვანა წირვა.

ფინალის საგზურისათვის ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიოს ვიცეჩემპიონის, რუსტამ ორუჯოვის უზბეკ მძლეველს, გისუჯენ ბობოევს დაეჭიდება.

წყარო : ​sporter.ge​​​шаблоны для dle 11.2

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив