» » ვარსკვლავები, რომლებიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ..
14:29 Понедельник 1
23-04-2018, 14:29

ვარსკვლავები, რომლებიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ..

ვარსკვლავები, რომლებიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ..

მაშ ასე, წარმოგიდგენთ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.

არ "გაუმართლა" იან ობლაკს, რომელიც სლოვენიაში დაიბადა. "ატლეტიკოს" მეკარე მსოფლიოში უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა, რასაც ვერ ვიტყვით მის ეროვნულ ნაკრებზე. სლოვენიელები აქამდე ორჯერ იყვნენ მსოფლიო ჩემპიონატზე (2002 და 2010), თუმცა ვერც ერთხელ ვერ დაძლიეს ჯგუფური ბარიერი.

დავიდ ალაბა ავსტრიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა იგი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. იგი ჩვენს სიმბოლურში მარცხენა მცველის პოზიციაზე გამწესდება. დაცვის ცენტრს ვირხილ ვან დიკისა (ჰოლანდია) და სიდ კოლაშინაცის (ბოსნია) წყვილი დააკომპლექტებს, ხოლო მარჯვენა მცელად "მანჩესტერ იუნაიტედის" ეკვადორელი კაპიტანი ანტონიო ვალენსია მოგვევლინება.

ნახევარმცველებიდან ყველაზე მეტად არ გაუმართლა მარეკ ჰამშიკს, რომლის სლოვაკეთიც მართალია ევროპის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ჰამშიკის ნაკრები ყველაზე სუსტი მეორე ადგილოსანი აღმოჩნდა და ფლეი-ოფის საგზური ვერ მიიღო.

ჩვენს სიმბოლურს ჩამშლელი ნახევარმცველების მრისხანე დუეტი ჰყავს. არტურო ვიდალისა და ნაბი კეიტას სახით. ვიდალის ჩილემ ბოლო ტურში დაკარგა მსოფლიოს საგზური, ხოლო აფრიკული შესარჩევი მართალია არ დასრულებულა, თუმცა ნაბი კეიტას გვინეა უშანსოდაა. გვინეელებს 5 ტურის შემდეგ, ჯგუფში მხოლოდ 3 ქულა აქვს.

ტრიო, რომელზედაც ნებისმიერი ნაკრები იოცნებებდა. შემტევ ხაზში არჩევანისას ცოტა ვიყოყმანეთ, თუმცა საბოლოოდ მაინც შემდეგ სამეულზე შევჯერდით: ალექსის სანჩესი - პიერ-ემერიკ ობამეიანგი - გარეთ ბეილი.

шаблоны для dle 11.2

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
1 კომენტარებიй
LanmazAnnex
Добавил LanmazAnnex
7 мая 2018 19:40
Люди кто хочет играть в современные игры на высоких настройках с динамичными теняими даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный инет). Читайте статья по настройке компа здесь. Видео по установке и настройке смотрите тут. Играю уже пол года на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!