» » სენსაცია - ქართველმა ჰოკეისტებმა ბულგარეთი დაამარცხეს (ვიდეო)
21:26 Вторник 0
17-04-2018, 21:26

სენსაცია - ქართველმა ჰოკეისტებმა ბულგარეთი დაამარცხეს (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის მეორე ტურში საქართველო დივიზიონის ფავორიტს – ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.


მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი პერიოდის მოგება ბულგარელებმა ერთქულიანი სხვაობით – 2:1 მოახერხეს.


მეორე პერიოდში ქართველებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, მეტოქეს სამი შაიბა გაუტანეს და პერიოდი კომფორტული ანგარიშით 2:4 დაასრულეს.

ბოლო პერიოდში გუნდებმა თითო-თითო შაიბა გაიტანეს. ბულგარეთი 3:5 საქართველო.


მატჩის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრ ვასილჩენკო გახდა, რომელმაც გადამწყვეტ მეორე მეოთხედში ორი შაიბა გაიტანა.


საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 19 აპრილს გამართავს და ჰონგ-კონგს დაუპირისპირდება.

                             
ავტორი:    ლუკა ჭოჭუა

წყარო: ​საზოგადოებრივი მაუწყებელი​​​шаблоны для dle 11.2
Загрузка...

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
ახალი ამბები 15:01 Среда 0 17 ნახეთ რა განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ ლევან მჭედლიძის შესახებ ნახეთ რა განაცხადა ფრანჩესკო "რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.ტოტიმ ლევან მჭედლიძის შესახებ