» » ოფიციალურად: მიუნხენის ''ბაიერნის'' მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია!
15:10 Воскресенье 0
15-04-2018, 15:10

ოფიციალურად: მიუნხენის ''ბაიერნის'' მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია!

ბილდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში მიუნხენის „ბაიერნს“ ნიკო კოვაჩი გაწვრთნის.

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა იუწყება ხორვატი სპეციალისტი თავის ამჟამინდელ კლუბ ფრანკფურტის „აინტრახტს“ აპრილში დატოვებს და „რეკორდმაისტერს“ ოფიციალურად შეუერთდება.

გავრცელებული ინფორმაცია მოგვიანებით მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში დაადასტურა.

„ნიკო „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა და მან კლუბის სტრუქტურა და დეენემი ძალიან კარგად იცი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მასთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ.“
ნიკო კოვაჩს ხორვატიის ეროვნულ ნაკრების მაისურით 83 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ძმასთან რობერტთან ერთად 2002, 2006 წლებში მსოფლიო ჩემპიონატშიც აქვს მიღებული მონაწილეობა.

კოვაჩი მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას 2001-2003 წლებში იცავდა. ამ დროის მანძილზე 34 ჩატარებულ შეხვედრაში 3 ბურთი გაიტანა და ბუნდესლიგის გამარჯვებულიც გახდა.

ბაიერნის გარდა კოვაჩი ლევერკუზენის, ჰერტას და ჰამბურგის ღირსებასაც იცავდა.
მწვრთნელის რანგში ხორვატი თავდაპირველად ავსტრიული „ზალცბურგის“ აკადემიაში მუშაობდა, 2012-13 წლებში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა, შემდეგ კი ქვეყნის უმაღლესი გუნდი ჩაიბარა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიყვანა. ხორვატიის ნაკრებში 2 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კოვაჩი ნორვეგიასთან მარცხის გამო დაითხოვეს, რის შემდეგაც მან „აინტრახტს“ მიაშურა და პირველივე წელს გუნდი გავარდნისგან იხსნა. ამჟამად კი ფრანკფურტელები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან.

წყარო: ​http://www.crystalsport.ge/news/8523​​​шаблоны для dle 11.2

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив