» » ფაჩულიას მორიგი შესანიშნავი თამაში!... იგი საუკეთესო გოლდენსტეიტელი იყო!
13:29 Суббота 0
17-03-2018, 13:29

ფაჩულიას მორიგი შესანიშნავი თამაში!... იგი საუკეთესო გოლდენსტეიტელი იყო!

არაერთი წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩენილი “გოლდენ სტეიტი” შინაურ არენაზე რიგით “საკრამენტოს” ვერ გაუმკლავდა. ოკლენდელები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ, თუმცა ბოლო ორ წუთში ჩამორჩნენ და 93:98 წააგეს.

გადამწყვეტ მომენტში თამაში საკუთარ თავზე აიღო დრეიმონდ გრინმა, მაგრამ მის გვარდით არ აღმოჩნდა ისეთი კალათბურელი, რომელიც “მეფეების” დაცვას გაჭრიდა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სამ ლიდერს სტეფ კარის, კლეი ტომპსონსა და კევინ დურანტს. საწყისი ორი ტრავმირებულია, დურანტი მწვრთნელმა დაასვენა.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მწვრთნელმა სტივ კერმა ის მხოლოდ 17 წუთით ათამაშა. ზაზამ აღნიშნულ დროში ძალიან კარგი შედეგი აჩვენა – მან, 4 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. იგი პლუს-მინუსების გრაფის მიხედვით საუკეთესო გოლდენსტეიტელი იყო: მისი მოედანზე ყოფნისას “მეომრები” 6-ით დაწინაურდნენ. ფაჩულიას გარდა + მხოლოდ ორ მასპინძელს ეწერა – ომრი კასპის (+2) და ჯავალ მაკგის (+1). გრინმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი, კარიერის საუკეთესო მატჩი ითამაშა “მეომართა” გამთამაშებელმა ქიუნ კუკმა – 23 ქულა. “საკრამენტოს” 22 ქულით სათადარიგო ბადი ჰილდი გაუძღვა.

“გოლდენ სტეიტი” მომდევნო მატჩს 18 მარტს გამთენიისას (თბილისი დროით 6 საათზე) “ფინიქსთან” სტუმრად გამართავს.

ინფორმაციის წყარო: GBF.GEшаблоны для dle 11.2
Загрузка...

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
ახალი ამბები 15:01 Среда 0 17 ნახეთ რა განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ ლევან მჭედლიძის შესახებ ნახეთ რა განაცხადა ფრანჩესკო "რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.ტოტიმ ლევან მჭედლიძის შესახებ