» » მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედს“ წასვლით ემუქრება
20:34 Пятница 0
16-03-2018, 20:34

მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედს“ წასვლით ემუქრება

“სევილიასთან“ დუელში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოვარდნის მერე “მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაც ჟოზე მოურინიოს კლუბის უფროსობასთან შეხვედრა მოუწია. 

ამის შესახებ Mirror-ი იუწყება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ევროტურნირებიდან გამოვარდნასთან ერთად, მთლიანობაში შეაფასეს არსებული მდგომარეობა. 

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კლუბს ზაფხულში სერიოზულად სჭირდება გაძლიერება. შესაბამისად, მოურინიო საზაფხულოდ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას მოელის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იგი, კლუბიდან წასვლით იმუქრება. 

ამავდროულად, წყარო გვამცნობს, რომ შესაძლოა, ამ სიტუაციით სარგებლობას შეეცადოს პსჟ, რომელიც უნაი ემერის შემცვლელს ეძებს. 

სადღეისოდ “მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზეა, თუმცა საჩემპიონო შანსები გუნდს არ გააჩნია. ამას გარდა, სათქმელია, რომ მანკუნიანელები ლიგის თასიდან გამოვარდნენ. ერთადერთი ტურნირი, რომელშიც მოურინიოს გუნდი საჩემპიონო ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს, გახლავთ ინგლისის თასი, სადაც მეოთხედფინალურ ეტაპზე მათ “ბრაიტონი“ დაუპირისპირდება.

ინფორმაციის წყარო: Sport.Adjara.Comшаблоны для dle 11.2
Загрузка...

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
ახალი ამბები 15:01 Среда 0 17 ნახეთ რა განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ ლევან მჭედლიძის შესახებ ნახეთ რა განაცხადა ფრანჩესკო "რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.ტოტიმ ლევან მჭედლიძის შესახებ