» » ექსკლუზივი: რას წერენ ამერიკელი ქომაგები ფაჩულიას მე–2 ორმაგი დუბლის შემდეგ?
20:02 Пятница 0
16-03-2018, 20:02

ექსკლუზივი: რას წერენ ამერიკელი ქომაგები ფაჩულიას მე–2 ორმაგი დუბლის შემდეგ?

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართული შეხვედრა "გოლდენ სტეიტსა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შორის ოკლენდელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით – 117–106.

"გოლდენ სტეიტი" თითქმის განახევრებული შემადგენლობით თამაშობდა. გუნდს აკლდა ხუთეულის წევრები – სტეფ კარი, დრეიმონდ გრინი და კლეი ტომპსონი.

რვამატჩიანი პაუზის შემდეგ, სასტარტო ხუთეულში იყო ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელმაც 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. მან პარკეტი წინა შეხვედრაშიც ორმაგი დუბლით დატოვა, როდესაც "მინესოტას" წინააღმდეგ 16 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიითვალა.

აი, როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს ამერიკელი ქომაგები:

"ასე მგონია, რომ ფაჩულიამ სტეფ კარი შეცვალა!"; 
"ძალიან დაძაბული მატჩი მოვიგეთ... ყოჩაღ კევინს და ზაზას, იდეალურად ითამაშეს."
"მგონი ფაჩულია კარის არყოფნაში გაგიჟდა!"
"პაუზის შემდეგ დაბრუნებაც ასეთი უნდა... ყოჩაღ ფაჩულიას"шаблоны для dle 11.2
Загрузка...

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
ახალი ამბები 15:01 Среда 0 17 ნახეთ რა განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ ლევან მჭედლიძის შესახებ ნახეთ რა განაცხადა ფრანჩესკო "რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.ტოტიმ ლევან მჭედლიძის შესახებ