» » ოფიციალურად: „ბარსელონამ“ ზამთრის მეორე ტრანსფერი დაადასტურა.
21:16 Пятница 0
12-01-2018, 21:16

ოფიციალურად: „ბარსელონამ“ ზამთრის მეორე ტრანსფერი დაადასტურა.

„ბარსელონას“ ოფიციალურმა ვებ გვერდმა ზამთრის მეორე ტრანსფერი დაადასტურა.

„ბლაუგრანამ“ „პალმეირასიდან“ კოლუმბიელი ცენტრალური მცველი იერი მინა 11,8 მილიონად შეიძინა.
მინამ კატალონიურ კლუბთან 5 სეზონნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

23 წლის კოლუმბიელი უკანახაზელი ხავიერ მასკერანოს შემცვლელად მოიაზრება, რომელიც „ბარსას“ უახლოეს დღეებში დატოვებს და კარიერას სავარაუდოდ ჩინეთში განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ მინას გაფორმებამდე „ბარსელონამ“ 160 მილიონ ევროდ ფელიპე კოუტინიო შეიძინა.

დიდი ალბათობით, „ბარსამ“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დახურა. მცირეა იმის შანსი, რომ კატალონიელები კიდევ ვინმეს შეიძენენ, თუმცა მრავლადაა წამსვლელთა რაოდენობა.

იანვარში, „კამპ ნოუს“ სავარაუდოდ 3-4 ფეხბურთელი დატოვებს.

Crystalsport.ge


ოფიციალურად: „ბარსელონამ“  ზამთრის მეორე ტრანსფერი დაადასტურა.
шаблоны для dle 11.2

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив