» » Breaking: კატალონიის "ბარსელონამ" ნეიმარს შეუტია !
22:36 Четверг 0
11-01-2018, 22:36

Breaking: კატალონიის "ბარსელონამ" ნეიმარს შეუტია !

კატალონიის "ბარსელონამ" ყოფილ ფეხბურთელზე, ნეიმარ ჯუნიორზე სამართლებრივი შეტევა წამოიწყო.

"ბარსელონა" არა "პსჟ"-ს, არამედ ნეიმარს სასამართლოში უჩივის და ფეხბურთელისგან 8.5 მილიონ ევროს მოითხოვს კონტრაქტის შეუსრულებელი პირობების გამო.

"პსჟ"-ში 222 მილიონ ევროდ გადასულმა ნეიმარმა "ბარსასგან" ვერც 25 მილიონი ევრო მიიღო ერთგულების სახით და სწორედ ამ თემასთან დააკავშირებით ბრაზილიელის მამა/აგენტი ხშირად აკეთებს მწვავე კომენტარებს. ჯერჯერობით დაუდასტურებულია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნეის მამამ "ბლაუგრანას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სწორედ ამის შემდეგ გუნდის იურისტებმა მოთამაშისგან 10 მილიონამდე თანხა მოითხოვეს.

ნეიმარმა კატალონიელთა ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

"ეს ის კლუბია, რომელიც ასეთ მართველებს არ იმსახურებს. იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ისინიც ჩემსავით ფიქრობენ", - შეუტია სუპერვარსკვლავმა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარის მამამ ამ საკითხზეც იზრუნა და თუ საქმე წააგეს, თანხას სრულად პარიზული გრანდი გადაიხდის. 

Fexburti.geшаблоны для dle 11.2

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив