» » რამდენ მილიონს ფლობს კახა კალაძე და რამდენი მანქანა ჰყავს მას?!
22:53 Вторник 0
9-01-2018, 22:53

რამდენ მილიონს ფლობს კახა კალაძე და რამდენი მანქანა ჰყავს მას?!

რამდენ მილიონს ფლობს კახა კალაძე და რამდენი მანქანა ჰყავს მას?!

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ "არქი ჯგუფს" ორი ნაკვეთი მიყიდა. 

როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, ნუცუბიძეზე "არქი ჯგუფის" ერთ კორპუსი იმ ადგილზე შენდება, სადაც მისი მიწა იყო. 

"არ არის ეს სწორი ინფორმაცია, თითქოს მიწის ორი ნაკვეთი მივყიდე, მე მივყიდე ერთი ნაკვეთი სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფს". ერთი კორპუსი შენდება იმ ადგილას, ნუცუბიძეზე, რომელიც იყო ჩემი საკუთრება, რომელზეც იყო რესტორანი აშენებული. მიწა 2006 თუ 2007 წელს მაქვს ნაყიდი, ესეც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მიწის გაყიდვას რაც შეეხება, მიწა მე გავასხვისე, ბიუჯეტი არ გამიძარცვია, ეს იყო ჩემი შემოსავლებით შეძენილი. წლების განმავლობაში ვიყავი მილანის ფეხბურთელი, მაღალანაზღაურებადი, არ დაგიმალავთ, 6 მილიონი მქონდა ხელფასი, ანუ რაღაცეები შემეძლო გამეკეთებინა, ვიყიდე და გავასხვისე. მეორე რომელ ნაკვეთზე საუბრობთ ეს არ ვიცი", - განაცხადა კახი კალაძემ. 

წყარო: 1TV.ge

ქართული პრესის ინფორმაციით, კალაძის კაპიტალი არაოფიციალურად 70 მილიონს შეადგენს და მას ავტომობილების (9) და მოტოციკლეტების (2) დიდი კოლექცია აქვს.шаблоны для dle 11.2

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив