Реклама
» » მადრიდის ''რეალი'' ლონდონის ''ჩელსის'' ლიდერის გადმობირებასთან ძალიან ახლოსაა!
22:26 Суббота 0 1 257
6-01-2018, 22:26

მადრიდის ''რეალი'' ლონდონის ''ჩელსის'' ლიდერის გადმობირებასთან ძალიან ახლოსაა!

RMC Sport-ის ინფორმაციით, ედენ აზარმა "ჩელსის" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი მეორედ უთხრა.

ლონდონელებმა ბელგიელი შემტევის კლუბში დარჩენის მიზნით, მის აგენტს მორიგი წინადადება გაუკეთეს, თუმცა აზარს "რეალში" გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მან "არისტოკრატებს" უარი ზედიზედ მეორედ უთხრა.

აზარის დამატება თავად ზინედინ ზიდანს სურს და რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არც ფლორენტინო პერესია.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარს "ჩელსისთან" არსებული კონტრაქტის ვადა 2020 წელს ეწურება და როგორც ჩანს, ის აღარ გახანგრძლივდება.
აზარის მადრიდის "რეალში" გადასვლა 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადია.

წყარო: Crystalsport

მადრიდის ''რეალი'' ლონდონის ''ჩელსის'' ლიდერის გადმობირებასთან ძალიან ახლოსაა!шаблоны для dle 11.2
ბექა ღვინიაშვილის კომენტარი ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილის დამარცხების შემდეგ "რეალმა" შესაძლოა "ბარსელონას" ყოფილი 36 წლის ფეხბურთელი დაიმატოს 3 ფეხბურთელი, რომელთაც შესაძლოა მესი&რონალდოს ჰეგემონია დაამხონ

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
ახალი ამბები 23:18 Понедельник 0 8 761 მარიო ბალოტელიმ კიმ კარდაშიანი და მისი უკანალი სოციალურ ქსელში გაანადგურა (ფოტო) ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ სომეხი წარმოშობის ფოტო მოდელს კიმ კარდაშიანს დასცინა, ფეხბურთელმა დამცინავი პოსტი საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.