» » დადასტურდა : ქართველი ვარსკვლავი კარიერას NBA-ში გააგრძელებს !
14:05 Пятница 0
29-12-2017, 14:05

დადასტურდა : ქართველი ვარსკვლავი კარიერას NBA-ში გააგრძელებს !

 საქართველოს ნაკრებისა და "მეგა ბიმაქსის" ცენტრი, გოგა ბითაძე შემდეგ წელს ან ყველაზე ცუდ ვარიანტში 2 წლის შემდეგ NBA-ში გააგრძელებს კარიერას.

  ამერიკული Clutch-ის ინფორმაციით, ბითაძემ "მინესოტასთან" მიაღწია შეთანხმებას და დრაფტზე მეორე რაუნდში მას სწორედ "მგლები" აირჩევენ. დაახლოებით ის 45-დან 55-ე პიკი იქნება.

  ბითაძე საქართველოს ნაკრების მომავალი ლიდერი და ძირითადი მე-5 ნომერი გახდება. "მინესოტაში" მას დიდების დარბაზის მომავალი წევრი, კარლ-ენტონი თაუნსი დახვდება, თუმცა გუნდს პრაქტიკულად არ ჰყავს შემცვლელი ცენტრი და უდიდესი ალბათობით, ეს სწორედ ბითაძე იქნება.

  შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩიეს, თორნიკე შენგელია 54-ე პიკად, ხოლო, ნიკოლოზ ცქიტიშვილი მე-5 გახლდათ.
 
წყარო : fexburti.geшаблоны для dle 11.2

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив