Реклама
» » ჯაბა ბრეგვაძე - პირველი ქართველი ზე-რაგბში!
22:22 Понедельник 0 1 551
4-12-2017, 22:22

ჯაბა ბრეგვაძე - პირველი ქართველი ზე-რაგბში!

ბორჯღალოსანი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველია, რომელიც ზე-რაგბში ითამაშებს. 30 წლის მორაგბემ იაპონურ ‘სანვულვზთან’ ერთწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და სუპერ რაგბის კლუბს 1 იანვრიდან შეუერთდება. 

ჯაბას კომენტარი 

იყო პირველი - ეს ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და ბრეგვაძეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გათვითცნობიერებული:
 
„სუპერ რაგბში თამაშით ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ. იაპონიის ნაკრები ახლახანს ფრედ ეთამაშა საფრანგეთს, შარშან ცოტა დააკლდა უელსთან და 2015 წლის მსოფლიო თასზე დაამარცხა სამხრეთ აფრიკა, ხოლო ‘სანვულვზი’ იაპონიის ნაკრების საბაზო გუნდია. მომიწევს თამაში ახალ ზელანდიელი, სამხრეთ აფრიკელი, ავსტრალიელი და არგენტინელი ვარსკვლავების წინააღმდეგ.
 
„გარდა ამისა, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ვიქნები პირველი ქართველი სუპერ რაგბში და უნდა დავამტკიცო, რომ თუ ვთამაშობთ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ამის გაკეთება სუპერ რაგბშიც შეგვიძლია. ვფიქრობ, იქ ინგლისზე უფრო მაღალი სათამაშო ტემპია, მაგრამ თუ ფიზიკურად მზად ვიქნები, ორი-სამი თამაშის შემდეგ ამ ტემპს ალღოს ავუღებ და ყველაფერი კარგად იქნება“.


ჯაბა ბრეგვაძეს 2012-2014 წლებში საფრანგეთში, ტოპ 14-ის ‘ტულუზში’, ხოლო 2015-2017 წლებში ინგლისის პრემიერშიფის ‘ვუსტერში’ უთამაშია. წელს ის დიდ 10-ში თბილისის ‘ლოკომოტივის’, ხოლო ჩელენჯ ქაფზე კრასნოიარსკის ‘კრასნი იარის’ ღირსებას იცავდა.
 
ჯაბამ ბორჯღალოსნების რიგებში 49 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ორ მსოფლიო თასზე (2011 2015) ითამაშა.

წყარო: rugby.geшаблоны для dle 11.2
ბექა ღვინიაშვილის კომენტარი ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილის დამარცხების შემდეგ "რეალმა" შესაძლოა "ბარსელონას" ყოფილი 36 წლის ფეხბურთელი დაიმატოს 3 ფეხბურთელი, რომელთაც შესაძლოა მესი&რონალდოს ჰეგემონია დაამხონ

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
ახალი ამბები 23:18 Понедельник 0 8 760 მარიო ბალოტელიმ კიმ კარდაშიანი და მისი უკანალი სოციალურ ქსელში გაანადგურა (ფოტო) ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ სომეხი წარმოშობის ფოტო მოდელს კიმ კარდაშიანს დასცინა, ფეხბურთელმა დამცინავი პოსტი საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.