Реклама
» » ვიტო კოლელიშვილი: "არავინ არ აღგვიქვამს ჩვენ სერიოზულ ძალად და ცინიკურად უყურებდნენ..."
18:32 Четверг 0 10 855
23-11-2017, 18:32

ვიტო კოლელიშვილი: "არავინ არ აღგვიქვამს ჩვენ სერიოზულ ძალად და ცინიკურად უყურებდნენ..."

ტელეკომპანია "იმედის" დილის ეთერში მიწვეული იყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც უელსი-საქართველოს მატჩის შესახებ ისაუბრ.

 ვიტო კოლელიშვილი: უელსელებმა იმაიმუნეს თავიაანთ სასიკეთოთ,"თამაშის შემდეგ, რომ განვიხილეთ და გავაანალიზეთ თუ რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთნ, მერე კიდევ უფრო დაგვწყდა გული.

 ამ გადმოსახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ სულ მინიმუმ შეიძლებოდა ფრე გვეთამაშა.
 
 მოგებამდე დაგვაკლდა ის, რომ ესეთ გუნდებთან თამაშის ნაკლებობას განვიცდით. რაც უფრო მეტი თამაში გაქვს ესეთ ნაკრებებთან, მით უფრო მარტივად უყურებ ესეთ გადამწყვეტ მომენტებს.

 ეს თამაში დიდი გამოცდილება იყო და მომავალში დაგვეხმარება უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ.

 
 სიმართლე ვთქვათ, არავინ არ აღგვიქვამს ჩვენ სერიოზულ ძალად და ცინიკურად უყურებდნენ იმას, რომ საქართელოს ნაკრებს უელსისთვის ოდესმე ესეთი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო.
 
 კარგი ის არის, რომ 55 000 გულშემატკივარი ბოლო 15-20 წუთი დუმდა და 300 კაციანი ქართველი გულშემატკივრების ამალა სკანდირებდა "საქართველოს".
 
 ჩემი აზრით ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ შეგვიძლია რაღაცეები.

 რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გვაკლია, რომ უელსის დონემდე მივიდეთ, თუნდაც პირობები, თუნდაც სარაგბო კულტურიდან გამომდინარე.
 
 ბოლო მომენტში შეჭიდება, რომ შემდგარიყო რამდენადაც ჩვენთვის ეს იქნებოდა გარდატეხა და წინსვლა, უელსისთვის და ბრიტანული რაგბისთვის იქნებოდა ტრაგედია.

 გამოიყენეს შესაძლებლობა, რომ არ მოეცათ საშუალება გვქონოდა ჩვენი უპირატესობა, რაშიც ცალსახად ვჯობდით და ვჯაბნიდით. საბოლოოდ უელსელებმა თავის სასიკეთოთ იმაიმუნეს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეს შერკინება 90% ლელოთი დასრულდებოდა.

 
 ყვითელ ბარათს როცა იღებს 3 ნომერი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელი შეუშალა შერკინების მსვლელობას ანუ სწორი გზით მეტოქის გაჩერებას, ამიტომ წესით შეიძლებოდა ტექნიკურ ლელოდ ჩაგვთლოდა.
 
 ბოლო მომენტში იმდენად ახლოს ვიყავით ისტორიის დაწერასთან, რომ გარკვეულწილად ხელი გამოუცდელობამ შეგვიშალა. თამაში როცა გავარჩიეთ, მივედით იმ დასკვნამდე, უფრო პრაგმატულად რომ გვეთამაშა, შანსი იყო ლელო დაგვედო.
 
 ამერიკის ნაკრები უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. ბოლო თამაში ამერიკაში მოვიგეთ და ეცდებიან რევანში აიღონ. ჩვენ ვეცდებით ყველანაირად საქართველოში თამაში არ წავაგოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. шаблоны для dle 11.2
"მის საქართველო 2017" ცნობილი ქართველი ფეხბურთელის შეყვარებულია აი, რა განსხვავებაა მათ შორის - ნახეთ როგორ წარადგინეს მეხუთე ოქროს ბურთი მესიმ და რონალდუმ 3 ფეხბურთელი, რომელთაც შესაძლოა მესი&რონალდოს ჰეგემონია დაამხონ

დატოვე კომენტარი

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив